ვინ ჩაუდგება სათავეში ახალ პარლამენტს - თავმჯდომარეს პირველივე სესიაზე, ფარული კენჭისყრით აირჩევენ. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. როგორც ცნობილია, პარლამენტში უმრავლესობით შესული კოალიცია „ქართული ოცნება" ამ პოსტზე „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერს დავით უსუფაშვილს წარადგენს. რაც შეეხება მის წინამორბედს - დავით ბაქრაძეს ახალ პარლამეტში უმცირესობის ლიდერის პოსტზე ვიხილავთ. რაც შეეხება დეპუტატების გადანაწილებას ფრაქციებში. უმრავლესობა პარლამენტში რამდენამე ფრაქციად იქნება წარმოდგენილი და ამის შესახებ გუშინ დაწვრილებით ისაუბრა პარტიის თავმჯდომარემ მეცხრე არხის ეთერში. შეგახსენებთ, ქართულ ოცნებას 85 მანდატი აქვს, ნაციონალურ მოძრაობას კი 65.