საზოგადოებაში დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა

საზოგადოებაში დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გავაგრძელებთ შეხვედრებს, თუ რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცყოფასთან დაკავშირებით მსგავსი დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა - ეს განცხადება, საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

ჯაღმაიძემ სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, ქვეყანაში ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულების არსებობა, როგორიცა ლგბტ მხარდამჭრები და მათი მოწინააღმდეგეები.

„დღევანდელ შეხვედრას სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ებრაელთა, მუსლიმთა წარმომადგენლები, ასევე სომხური ეკლესიის წარმომადგენლები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გავაგრძელებთ შეხვედრებს, თუ რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცყოფასთან დაკავშირებით მსგავსი დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა. ქვეყანაში არის ორი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულება. ეს იწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ შფოთს და ეს აწუხება ყველას. ეს არ ეხება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.