ალბათ სამომავლოდ პირადი ვეტერინარი ჰყავს რეზერვში მინისტრად

ალბათ სამომავლოდ პირადი ვეტერინარი ჰყავს რეზერვში მინისტრად

მადლობა, რომ ოჯახის ფერმის პირადი ვეტერინარი არ დაგვინიშნეს მინისტრად, მაგრამ ალბათ, სამომავლოდ რეზერვში ჰყავს - ამ განცხადებით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნას ეხმაურება.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ დავით სერგეენკოს გადაყენება ლოგიკური იყო, თუმცა მის შემცვლელად ოჯახის პირად სტომატოლოგის დანიშვნა დეპუტატისთვის მიუღებელია.

მომხდარს გოცირიძე ხალხის აბუჩად აგდებას უწოდებს.

„ძალიან მიკვირს, რომ ასე შეიცხადეს ზოგიერთებმა. 7 წელი ოქროც რომ იდოს ერთ ადგილას, ისიც კი დაჟანგდება. დროა რა თქმა უნდა. მეორე შვიდწლიანმა იდარდოს ახლა, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მინისტრის მუშაობა ერთ ადგილზე ნიშნავს სისტემის დახავსებას და ნიშნავს ფაქტობრივად, დამყაყებულად ყოფნას ამ დარგისა. რაც შეეხება დანიშვნას, ეს არის აბუჩად აგდება ხალხის, ეს არის მორიგი დამამცირებელი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილისა, თურმე, ნიშნავს ოჯახის პირად სტომატოლოგს. დიდი მადლობა, რომ ოჯახის ფერმის პირადი ვეტერინარი არ დაგვინიშნეს მინისტრად, მაგრამ ალბათ, სამომავლოდ, რეზერვში ჰყავს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება, რადგან „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

amo კუპონების რაოდენობის სადარი თუა თქვენი დათვლილი დღეების რაოდენობა, მაშინ კარგა ხანს მოგიწევთ მოცდა.
4 წლის უკან
სოციალისტი ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსაც კიდევ კაცუნაო! )))
4 წლის უკან