ივანიშვილთან ურთიერთობა ეკა ტიკარაძეს უარყოფითად არ ახასიათებს

ივანიშვილთან ურთიერთობა ეკა ტიკარაძეს უარყოფითად არ ახასიათებს

„ამხელა რესურსების, ამხელა ბიუჯეტის ასეთი დიდი ნაწილით მხარჯველ სტრუქტურას და სისტემას, რასაკვირველია, ახალი ენერგია სჭირდება,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებას ეხმაურება, რადგან დავით სერგეენკო დღეს ეკა ტიკარაძემ ჩაანაცვლა. ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ექიმია.

გიორგი ვოლსკი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ივანიშვილებთან დაახლოებული პირი გახდა მინისტრი.

„მე არ მგონია, რომ აქ რაიმე წინააღმდეგობაზე ლაპარაკი შეიძლება იყოს, შიდა წინააღმდეგობაზე მითუმეტეს, თუ არა სურვილი პოლიტიზირების ამ საკითხის. ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა მას არანაირად უარყოფითად არ ახასიათებს, პირიქით, შეიძლება დადებითი უფრო მეტი ითქვას იმ შესანიშნავ მონაცემებთან ერთად, რომელიც მას გააჩნია, გნებავთ განათლების თვალსაზრისით და გნებავთ უშველებელი სამუშაო გამოცდილების თვალსაზრისით,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.