ვერის პარკში შეკრებილმა „ნამდვილმა მამაკაცებმა“, რომლებიც 18-23 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდს აპროტესტებდნენ, ბიზნესმენ ლევან ვასაძისგან, რომელიც პარკში თეთრი ტრადიციული სამოსითა და ხის ჯვრით გამოცხადდა, რამდენიმე ძირითადი გზავნილი მოისმინეს. ყველაზე რეზონანსული “კომბლების რევოლუციის” დაანონსება აღმოჩნდა.
ბიზნესმენი აცხადებდა, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს, ამიტომ ის რაზმების შექმნა დაიწყებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც შს სამინისრომ, გუშინ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებების გამო გამოძიება დაიწყო და აქციის მონაწილეები გამოკითხვაზე დაიბრა, ვასაძემ კომბლების რევოლუციას გააუქმა.
“კომბლების რევოლუციის” თემას “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა:
“კომბლების რევოლუცია არა და ”უკანალის დაცვის პარტია” კი უნდა შექმნას ვასაძემ – ზედ აკვდება”, – წერს ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შსს-მ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სახალხო ლეგიონი და კომბლების რევოლუცია – ქამრებით ხელების შეკვრასა და სრულ დაუმორჩილებლობას ლევან ვასაძე ხალხს ეროვნული ინტერესების დაცვის სახელით მოუწოდებდა.