„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა.
"გამახსენდა წინა განცხადება, როდესაც გვითხრეს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით მინისტრი ქობულია გადადგაო, ახლა ამას როგორ გვეტყვიან ძალიან საინტერესოა. სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის, 7 წელი გაძლო. როგორც ჩანს პოლიტიკურ, პერსონალურმა კონიუქტურამ იჩინა თავი. ერთი ვერსია, ისაა, რომ შესაძლოა უნდოდეთ, არჩევნებამდე სერგეენკოს იმიჯი შემოინახონ და გაარიდონ სახაბალათო საქმეებს და მერე შემობრუნდეს როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ კიდევ სხვანაირად უნდა წასულიყო. ოცნების მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო და შესალოა იფიქრეს, იფიქრეს და ყველაზე თვითდამაზარებელი გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდიდან მიდის ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა" - აღნიშნა უსუფაშვილმა.