თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ქორწინებაში ყველაფერი რიგზე არაა, მაშინ ეს 5 რჩევა სწორედ თქვენთვისაა და აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. თუ თქვენ მიიღებთ რჩევებს დედისგან, ახლო მეგობრებისგან და ადამიანებისგან რომლებთანაც საერთო ინტერესი გაკავშირებთ- მაშინ უნდა გაითვალისწინოთ ეს გაფრთხილება: შეიძლება მათ თქვენთვის კარგი უნდოდეთ, მაგრამ თქვენი პირადი მხოლოდ თქვენ გეხებათ და შესაძლოა მათთვის გაზიარება უარესი აღმოჩნდეს.
პირველი მეთოდი: ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიეთ ურთიერთობა
რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობის გასაუმჯობესებლად სხვა მეთოდებია საჭირო. თქვენ სერიოზული საუბარი გჭირდებათ, ოღონდ ეს არ გულისხმობს იმას, რომ რომელიმე მხარემ მეორეს ყურადღებით არ მოუსმინოს.
ასეთი საუბარი გულისხმობს იმასაც, რომ ორივემ უნდა თქვათ, რასთან დაკავშირებით გაქვთ პრეტენზია.
მაგრამ თუ ამ ყოველივეს მივყვებით სკანდალი გარანტირებულია, რითიც სიტუაცია არ გაუმჯობესდება.
თუმცა, თუ ამ კამათის შემდეგ მეტად აღარ იჩხუბებთ ექსპერტები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად გარანტირებულად იცხოვრებთ. ცხადია აქაც არსებობენ გამონაკლისები. გასათვალისწინებელია ის, რომ ურთიერთობას მხოლოდ საუბარი არ შველის. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რითიც უნდა ეცადოთ მის გამოსწორებას. ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ურთიერთობა ელვის სისწრაფით გახდება კარგი. მიჰყვებით მოვლენებს და ეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რათა კომუნიკაციის პრობლემა არ გაგრძელდეს.
მეორე მეთოდი: საჭიროა თუ არა რომანტიული მოგზაურობა
ბევრი მიიჩნევს, რომ თქვენ უბრალოდ უნდა შეიცვალოთ გარემო და ერთად იყოთ. თქვენ უნდა ისაუბროთ ნორმალურად. გაითვალისწინეთ, რომ ზღვა, მზე, ბარი და მსგავსი გარემო გამოსავალი არაა.
შესაძლოა მოგზაურობამ სტრესშიც კი ჩაგაგდოთ. ზოგიერთი ურთიერთობა იმდენადაა გართულებული, რომ დროის კიდევ უფრო დიდხანს ერთად გატარება გაღიზიანებას შეიძლება იწვევდეს.
მესამე მეთოდი: გარკვეული პერიოდით მის გარეშე ყოფნა
როგორც წესი ეს ორივემ უნდა გადაწყვიტოთ. ნაგულისხმევია ის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მასთან შეუთანხმებლად არ უნდა მიიღოთ.
ეს საჭიროა იმისთვის, რომ მშვიდად დაფიქრდეთ ყველაფერზე.
მაგრამ არის ერთი გასათვალისწინებელი ნიუანსი: ეს მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ არ გყავთ შვილები, ძაღლი, ან იპოთეკასთან არ გაქვთ საქმე.
არ უნდა მოიქცეთ ისე, რომ თქვენი ოჯახი ფსიქოლოგიური თვალსაზრით, ან ბიუჯეტის მხრივ დაზარალდეს.
მეოთხე მეთოდი: ეჭვი და მასთან დაკავშირებული მოვლენები
შესაძლოა ფიქრობდეთ მის ყოფილებზე, კოლეგებზე, მაგრამ ეს პირველ რიგში თქვენ დაგაზარალებთ.
არ უნდა ეცადოთ იმას, რომ ძალით შეუქმნათ ეჭვის საბაბი და გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არასდროს მიიღოთ.
თქვენს პარტნიორში ასეთ დროს აუცილებლად გაიღვიძებს "მეპატრონე", რომელიც ეცდება დაგიბრუნოთ, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მაინც კამათის მთავარ მიზეზად შეიძლება იქცეს. სხვებთან ფლირტი სარგებელს არ მოიტანს.
დაფიქრდით, იქნებ იმაზე ფიქრი რომ საყვარელი ადამიანი გღალატობთ- მხოლოდ წარმოსახვითია?
მეხუთე მეთოდი: ბავშვის ყოლა
არავითარ შემთხვევაში არ გააჩინოთ ბავშვი მხოლოდ იმ მიზნით, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოთ.
სტრესი, ბავშვის მოვლა- უამრავი ნიუანსი შეიძლება გამოჩნდეს რაც კიდევ უფრო დაამძიმებს დანგრევის პირას მყოფ ქორწინებას.
ვიდრე ბავშვი მოიზრდება დიდი ალბათობით ერთად იქნებით, მაგრამ ეს არის გარანტი იმისა, რომ ის თქვენგან არ წავა.