ბადრიჯნის რულეტი ხაჭოთი და ყველით

ბადრიჯნის რულეტი ხაჭოთი და ყველით

ინგრედიენტები

ბადრიჯანი - 2-3 ცალი

დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული - 500 გ

ხაჭო - 150 გ

ყველი - 200 გ

კვერცხი 1

ნიორი - 1 კბილი

ქინძი - 1 კონა

ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ

მომზადების წესები

ბადრიჯანი დავჭრათ სიგრძეზე, თანაბარი ზომის ნაჭრებად. დავაწყოთ საცხობ ფურცელზე, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ 1 ს.კ. ზეთი. შევდგათ ღუმელში შესაწვავად. სანამ ბადრიჯანი იწვება, მოვამზადოთ გულსართი: ხაჭოს დავუმატოთ 100 გ გახეხილი ყველი, 1 კვერცხი და წვრილად დაჭრილი ქინძი. 

დაკონსერვებული პამიდორი ბლენდერში ავთქვიფოთ (შეგვიძლია ახალი პამიდვრის გამოყენებაც), დავუმატოთ ნიორი, დარჩენილი ქინძი, 1 ს.კ. ზეთი, მარილი და პილპილი.

საცხობი ფორმის ძირზე მოვასხათ პამიდვრის სოუსის ნაწილი. ბადრიჯნის შემწვარ ფენებში ჩავდოთ გულსართი და გადავახვიოთ, შემდეგ ჩავაწყოთ ფორმაში. ზემოდან დავასხათ დარჩენილი პამიდვრის სოუსი, მოვაწყოთ ყველის ნაჭრები და 20-25 წუთით შევდგათ ღუმელში საბოლოო მომზადებამდე.