ინდოელი ილუზიონისტი ილეთის შესრულებისას გაუჩინარდა

ინდოელი ილუზიონისტი ილეთის შესრულებისას გაუჩინარდა

ინდოელი ილუზიონისტი ჰარი ჰუდინის ცნობილი ილეთის შესრულებისას გაუჩინარდა.

BBC-ის ცნობთ, ჩანჩალ ლაირის, რომელიც  მდინარეში ხელფეხშეკრული ჩაუშვეს, ჯაჭვებისგან თავი უნდა დაეღწია და უსაფრთხოდ გამოეცურა. თუმცა ილუზიონისტი გაუჩინარდა, რის  შესახებაც ადგილზე შეკრებილმა მაყურებლებმა პოლიციას აცნობეს.

ამ ეტაპზე ილუზიონისტის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პოლიცია ვარაუდობს, რომ კაცი დაიღუპა.

ლაირის სახიფათო ილეთი წყლის ქვეშ აქამდეც შეუსრულებია. მან დაახლოებით 20 წლის წინ მდინარეში ჩაშვებული მინის ყუთიდან გამოსვლა მოახერხა.