ორი დღის წინ გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს მომავალში პოპულარული ჯგუფი „Fleetwood Mac” მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება.
ჯგუფის სოლისტი სტივი ნიქსის ინფორმაციით, ის და მისი კოლეგები 2013 წლის იანვარში ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაიკეტებიან და ახალ ალბომზე მუშაობას დაიწყებენ.
2013 წლის მაისში ჯგუფის წევრები პირველ კონცერტს ჩაატარებენ. ჯერჯერობით უცნობია ამ ღონისძიების გამართვის ზუსტი თარიღი.
ჯგუფისთვის გასული წელი განსაკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა.
2011 წლის ოქტომბერში, 68 წლის ასაკში ბას-გიტარისტი ბობ ბრანინგი გარდაიცვალა.
2012 წლის სამ იანვარს მისი ბედი ვოკალისტმა ბობ უენსტონმა გაიზიარა.
მიმდინარე წლის 7 ივნისს კი ჯგუფის დამაარსებელმა ბობ უელჩმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.