დღეს დილით გამოცემამ „New Musical Express” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი მუსიკოსი პოლ მაკარტნი, გასული წლის ივლისში გარდაცვლილი მომღერალი ემი ვაინჰაუსის პროდიუსერ მარკ რონსონთან ერთად ახალ კომპოზიციაზე მუშაობას დაიწყებს.
სერ პოლ მაკარტნი ამჟამად ახალ ალბომზე მუშაობს.
ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, რონსონთან ერთად ჩაწერილი სიმღერა ამ დისკზე აუცილებლად განთავსდება.