“შე “პიდარასტო”, წადი შეძვერი სადმე…”

“შე “პიდარასტო”, წადი შეძვერი სადმე…”

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო დაჯგუფებების შექმნის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო, ბიზნესმენი, ლევან ვასაძე ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს. ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა და თანამოაზრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამასთან, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ “წყნარ, მშვიდ რეჟიმში” ილოცებენ და ეცდებიან, რომ ამ კვირამ მშვიდად ჩაიაროს.

„დღეს შსს-მ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება. მინდა, მოვუწონო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის და ვუთხრა – ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას. ამიტომ, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.  ჩვენ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცემთ ამ უწყებას და გავაუქმებთ პატრულირებას ქუჩებისა, რომელიც უნდა დაწესებულიყო. არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს. პატრულირებას ვაუქმებთ, მაგრამ მზად ვართ, ერთი ტელეფონის ღილაკის დაჭერით გავჩნდეთ იქ, თუ პირობა დაირღვევა და გარყვნილების ზეიმის მცდლობა იქნება“, – განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ  განცხადებას ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა და ბიზნესმენს ამ სიტყვებით მიმართა:

“ხო შე პიდარასტო, წადი შეძვერი სადმე, დაიმალე”, – მიმართა ჩერგოლეოშვილმა ვასაძეს.

ამასთან, თამარ ჩერგოლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსებს ბიზნესმენ ლევან ვასაძის წინააღმდეგ პირადი ცხოვრების შესახებ კომპრომატები გააჩნდეთ და ამით მანიპულირებდნენ.

“სულ არ გამოვრიცხავ, რუსებს ვასაძეზე კომპრომატები ჰქონდეთ მისი პირადი ცხოვრების შესახებ და მაგით მანიპულირებდნენ. კი არა, თითქმის დარწმუნებული ვარ.

გამოიძიეთ. შეიქმნას საგამოძიებო კომისია საპარლამენტო უმცირესობის უმრავლესობით და გამოიძიეთ ამ დაჯგუფებების კავშირი პუტინის რუსეთთან“, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, როგორც ლევან ვასაძემ განაცხადა, დღეს ძალიან დიდი ბრძოლის წინაშე დგას ქართველი ხალხი და ეს არის ბრძოლა ყველაზე სასტიკ, ყველაზე ცბიერ იდეოლოგიასთან, რომელსაც ჰქვია ლიბერალური იდეოლოგია.

„ვიცი, რომ ადამიანები, რომლებიც არ აზროვნებენ ჩვენნაირად, ამას ვერ გაიგებენ, ეჭვის თვალით შეხედავენ, დამაბრალებენ აგენტობას, სიცრუეს. ღმერთი იყოს მათი მფარველი, მე მათ ამისთვის არ განვიკითხავ. ჩვენი მიზანი ახლა არის მზაობა. თუ ე.წ. პრაიდის მონაწილეები განიზრახავენ ამ სისულელეს მიუხედავად იმისა, რომ შსს ამათ აფრთხილებს, არ ქნან, ვლოცულობთ, ვართ მზადყოფნაში და ვართ სიმშვიდეში. არაფერი არ გვინდა, გარდა ჩვენ ქვეყანაში მაგარი შრომისა, რომ ქვეყანა ავაშენოთ და დავაყენოთ ფეხზე. კარგად ვიცოდი, რომ დამცინებდნენ და გოიმობას დაუძახებდნენ კომბლეს, ვიცოდი, დამცინებდნენ, რომ მე ვარ შავრაზმელი, ფანატიკოსი და მოძალადე. მე განზრახ გავაკეთე ეს ყველაფერი, რათა შემომეტანა ამ სერიოზულ სიტუაციაში კულტურული სიმსუბუქე, გასაგები და დამახასიათებელი ჩვენი ერის ისტორიისათვის. სულაც არ მრცხვენია, ვიყო ჩემი ქვეყნის ტრადიციების, ისტორიის, ზღაპრების შვილი და არაფერს დასაცინს არ ვაკეთებთ. შეიძლება, ეს ე.წ. სვეტებს ჰგონიათ, რომ დასაცინია. მე რომ სულ ნაკუწ-ნაკუწ დამჭრას ვინმემ, კომბლე ყველასთვის აქ არის. ეს მზად არის. ჩემს გარეშეც და ყველა აქ მდგომის გარეშე ქვეყანაში არ გამოილევა კაცები მზად იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს შევატყობთ, რომ ღალატობს ქართული ზნეობის წესებს, შევახსენოთ მათ, სად არიან ისინი დაქირავებულები პოლიტიკოსებად და ვისთან არიან ანგარიშვალდებულნი. მინდა, ერთი ვედრება და მუქარა გადმოგცეთ როგორ რიგითმა ძმამ, არ გვინდა ყვირილი და სიგიჟე, ეს გვაქვს ბლომად, გვაკლია სიდინჯე, ცოტა კუშტი მომთმენობა და სიმშვიდე, რადგან თითოეულ ჩვენგანს ეძგერებიან, დასცინებენ, უხამს ჟესტებს აჩვენებენ. ალბათ ყველაზე მოუთმენელი და ფეთქებადი მე ვარ, მაგრამ ცოტა წყნარად. ეს ძალიან დიდი ბრძოლაა, უზარმაზარი რაღაც გვაქვს მოსაგები. ეს არის ბრძოლა ყველაზე სასტიკ, ყველაზე ცბიერ იდელოგიასთან, რომელსაც ჰქვია ლიბერალური იდეოლოგია. მათ ჩვენ არ მივაჩნივართ ადამიანებად, ბრბოდ, იდიოტებად მივაჩნივართ, რომელთა მიჯახება-მოჯახებაც მათი ხელობაა. რაც ჩვენ გავაკეთეთ, გაკეთდა, რათა ამად აღარ ვექციეთ ჩვენ ისტორიაში. მე ახლა წავალ ჩემს სახლში, კავშირი გვაქვს გაბმული, თუ საჭირო გახდება, გავჩნდებით იქ, სადაც საჭიროა და შეგისრულებთ იმას, რისი შესრულებაც არ გვინდა. წავიდეთ სახლში ცოლებთან შვილებთან, ჩავეხუტოთ მათ ვაკოცოთ, ვილოცოთ, არ მოვდუნდეთ, ვიყოთ მზაობაში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

სოციალისტი ჩერგო, დაგერხათ ლიბერალებს და თქვენს პირმშო ლგბტ-ს? მაგრათ დაგერხათ? ქართველი ხალხი მკვდარი გეგონათ და თურმე კიდევ ცოცხალი ყოფილა?! როგორაა თქვენი საქმე ბატონ ვასაძესთან მიმართებაში, "ჩემი შენ გითხარიო!" ამ ანდაზის მიხედვით ხომ არა?!
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
ალექსანდრა კოლონტაის რეინკარნაცია!

ბინძური და უტფარი დედაკაცი, რომელსაც ეჯავრება ყველაფერი ქართული, წესიერი და სუფთა!
ქალი, რომელმაც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ქართველ ხელოვანს სულ "დეგრადირებული სირი" ეძახა ფეისბუკ-გვერზე და ამაყად განაცხადა, არასოდეს ვყოფილვარ თეატრშიო!

“სულ არ გამოვრიცხავ, რუსებს ვასაძეზე კომპრომატები ჰქონდეთ მისი პირადი ცხოვრების შესახებ და მაგით მანიპულირებდნენ. კი არა, თითქმის დარწმუნებული ვარ.
გამოიძიეთ. შეიქმნას საგამოძიებო კომისია საპარლამენტო უმცირესობის უმრავლესობით და გამოიძიეთ ამ დაჯგუფებების კავშირი პუტინის რუსეთთან“

-- აი, ერთადერთი ახსნა, რომელიც ამ ბინძური დედაკაცის მანგუსტურმა ტვინმა მოუძებნა ვასაძის აქტიურობას, თითქოს მხოლოდ ის აპროტესტებდეს გრანტის მაძიებელი ჰომოსექსუალების დაანონსებულ ვაკხანალიას, ხოლო დანარჩენი საქართველო სულ ტაშს უკრავდეს!
თუ არ გამოიძიო და არ დაამტკიცო, შენი დედა!!!
მიდი, აბა!...
4 წლის უკან