ინგრედიენტები
ბისკვიტი:
ფქვილი - 1 ჭიქა
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
ლიმონის ცედრა - 1 ჩ/კ
კრემი:
ხაჭო - 300 გ
შაქრის პუდრა - 5 ს/კ + მოსაყრელად
ნაღები - 250 მლ
ჟელატინი - 20 გ
წყალი - 150 მლ
ანანასი, დაკონსერვებული
მომზადების წესები
ათქვიფეთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად მკვრივი, ღრუბელის მასის მიღებამდე.
შეათქვიფეთ სათითაოდ კვერცხის გული.
დაუმატეთ თანდათანობით ფქვილი და ფაქიზად ამოურიეთ ხის კოვზით.
ჩაასხით ცომი პერგამენდაფენილ ტორტის ფორმაში.
დაატრიალეთ ფორმა რამდენჯერმა ნებისმიერ მხარეს. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში.
მზა ბისკვიტი გადმოიღეთ ფორმიდან ფრთხილად. მოაცალეთ ქაღალდეი და გააგრილეთ.
შემდეგ გაჭერით ორ ნაწილად.
კრემი:
დაალბეთ ჟელატინი წყალში.
ხაჭო ათქვიფეთ ნაღებთან და შაქრის პუდრასთნ ერთად კარგად.
ჟელატინი შეათბეთ, სანამ კარგად არ გადნება (არ აადუღოთ) და შეურიეთ ხაჭოს მასას.
დაუმატეთ კრემს დაჭრილი ანანასი.
ტორტის ბისკვიტის ერთი ფენა მოათავსეთ დასაშლელ ფორმაში და გვერდებზე ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი.
როცა ხაჭოს მასა ცოტა შემაგრდება, გადაიტანეთ ბისკვიტის ქვედა ფენაზე და დაადეთ ბისკვიტის მეორე ფენა.
შედგით ტორტი მაცივაში 6 საათით.
მზა ტორტი ამოიღეთ ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის პუდრა.