"გზა რომელიც აირჩიეთ, ჩიხში შევიდა. ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია"

რეზონანსი
17.06.2019
(რეზონანსი) ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა, - ასე მიმართავს პეტრე კოლხი ლევან ვასაძეს.

"ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა. ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია ეს თქვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა. თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა.

ბატონო ლევან, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ეს არის საეკლესიო ცხოვრების პოზიცია და ისედაც დაბნეული მოსახლეობა უფრო მეტად დააბნიოთ. თქვენ დღეს უამრავი ახალგაზრდის გული სამუდამოდ დაკარგეთ და აგრესიულ, ძალადობით გაჯერებულ ფრთას სითამამე შემატეთ. ბატონო ლევან, გარდა იმისა, რომ სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულს და ჰუმანიზმს უღალატეთ.

ბატონო ლევან, თუ ნებისმიერი მდგომარეობა, რაც ღმერთს ეწინააღდგეგება, მიუღებელია, მაშინ თქვენი შეხუდულებაც ზუსტად იგივეა და ვაღიაროთ, რომ მეორე უკისურესობა აირჩიეთ პირველთან სადავოდ. ბატონო ლევან, სულ არ მინდა ჩემმა ექვსმა შვილმა ქუჩებში ამორალიზმის პარადი იხილოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ თქვენ მოგისმინოთ!", - წერს პეტრე კოლხი.

გუშინ ლევან ვასაძე თავის ორგანიზებულ „ნამდვილი კაცების" აქციაზე, ძალადობრივ მოწოდებები გაავრცელა. მან მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

ამასთან, ლევან ვასაძე ლგბტ პირებს ხელების ქამრით შეკვირთა და ყურის აწევით დაემუქრა. „პოლიციას თუ არ ეყოფა ჭკუა და კორდონს ჩადგამს მათსა და თბილისი პრაიდის მონაწილეებს შორის, მაშინ მხარდამჭერებთან ერთად მას კომბლებით შეიარაღებული გაარღვევს", - განაცხადა ვასაძემ.

amo სიმართლეა
4 წლის უკან
სოციალისტი კარგი, ვასაძის არჩეული გზა თუ მცდარია, მაშინ ამ ადამიანმა იქნებ გვითხრას რა გზას უნდა დავადგეთ ჩვენ, ადამიანები, მოქალაქეები, ხალხი ვინც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით 18-23 ივნისს საქართველოში ე.წ. "ლგბტ პრაიდი"-ის გამართვას?! ოღონ ზოგადი ბლა-ბლა არ გვინდა. კონკრეტულად უნდა გვითხრას, როცა 18 ივნისს დილას დაიწყება ამ "ლგბტ პრაიდი"-ის ღონისძიებები როგორ მოვიქცეთ?!