არათუ არ ვიყავი, არც კი გავაშუქეთ და იქ თურმე ისეთი რაღაცები თქმულა

არათუ არ ვიყავი, არც კი გავაშუქეთ და იქ თურმე ისეთი რაღაცები თქმულა

გადაცემა “პოსტსკრიპტუმი”-ს დასრულებისა და “კვირის აქცენტები”-ს შესავალში, გიორგი გაბუნიამ და ეკა კვესიტაძემ ვერის ბაღში, ლევან ვასაძის შეხვედრასთან დაკავშირებით მცირე დიალოგი გამართეს და კომენტარი გააკეთეს.

ეკა კვესიტაძე: რატომ არ იყავი ვასაძის შეკრებაზე ვერის პარკში? მამაკაცებს მოუწოდა შეკრება.

გიორგი გაბუნია: რასთან დაკავშირებით უნდა ვყოფილიყავი, არათუ არ ვიყავი, არც კი გავაშუქეთ და იქ თურმე ისეთი რაღაცები თქმულა რომ..

ეკა კვესიტაძე: ულვაში ისე დაიტოვე, რომ მეგონა ამ ღონისძიებისთვის ემზადებოდი

გიორგი გაბუნია: კი, კი მომიხდებოდა ერთი ჩოხა და იქ აუცილებლად უნდა მივსულიყავი, ძალიან საინტერესო ამბები მოხდებოდა, გამოსვლებისთვის აღარავის არ ეცლებოდა, მაგრამ…..ჩავუგდე კომბალი ნაცარში

ეკა კვესიტაძე: რა მოხდებოდა შენი გამოჩენით ვერის პარკში?

გიორგი გაბუნია: ნუ, საშინელება მოხდებოდა, ჯერ ერთი მეტყოდნენ, აქ ხომ მხოლოდ მამაკაცებს დავუძახეთ და შენ რატომ ხარო,

ეკა კვესიტაძე: მემგონი ულვაში ისე გიხდება, რომ ნამდვილი, ქართველი, ჭეშმარიტი კაცის ხატში ჯდები

გიორგი გაბუნია: რა თქმა უნდა, რასაც იქ ასე არ ჩათვლიდნენ, შენგან განსხვავებით, ამიტომაც შენნაირებს იქ არ დაუძახეს და მერე მომხვდებოდა ის კომბალი თავში. მე რომ მკითხო იქ არც ქალების და არც კაცების ადგილი იყო, მაგრამ ვიღაცები იყვნენ.

სოციალისტი წესით და კანონით ამას ულვაში არ უნდა ამოსდიოდეს!
4 წლის უკან