ლევან ვასაძე კომბლეების ბატალიონს ქმნის – “გავაკონტროლოთ ქალაქი”

ლევან ვასაძე კომბლეების ბატალიონს ქმნის – “გავაკონტროლოთ ქალაქი”


on: ივნისი 16, 2019In: ბოლო სიახლე, პოლიტიკა ბეჭდვა Email
გაზიარებაგაზიარება
IMG.GEIMG.GE
ვერის პარკში შეხვედრაზე, თეთრ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელსაც ხელში ჯვარი ეჭირა, სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა.

მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ამასთან საჭიროებისამებრ გაერთიანებაში შესული ადამიანები კომბლებით იქნებიან შეიარაღებულები, ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ეს გეგმა მან თბილისი პრაიდის კვირეულის ჩასაშლელად წარმოადგინა.

ვასაძე მოუწოდებს პოლიციას ხელი არ შეუშალოს ამ გეგმის განხორციელებაში; მისი თქმით ლეგიონში სპორტსმენები და სამხედრო გამოცდილების მამაკაცებიც გაერთიანდებიან.

თბილისი პრაიდის კვირეული ლგბტქი თემის და აქტივისტების წარმომადგენელთა ნაწილს 18-22 ივნისს აქვს დაგეგმილი.