ვასაძის პოტენციური მხარდამჭერი სულ მოსახლეობის 10-15%-ია

ვასაძის პოტენციური მხარდამჭერი სულ მოსახლეობის 10-15%-ია

„ჯერ თავად ლევან ვასაძემ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა პოლიტიკაში მოსვლა და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი მის შანსზე ქართულ პოლიტიკაში“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს ლევან ვასაძის მოსვლას პოლიტიკაში და ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ფინანსურ დახმარებასაც ჰპირდება.

„ვფიქრობ, რომ ეს არის მოგონილი ინფორმაცია და ამაზე კომენტარს ვერ გამოვთქვამ, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ლევან ვასაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლას, ჯერ თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა პოლიტიკაში მოსვლა, შექმნის ახალ პარტიას თუ მოძრაობას.

„რა თქმა უნდა, რაღაც სეგმენტი ექნება, რადგან ქვეყანაში არსებობს სოციალური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ მოთხოვნილება იმ სისტემურ ფასეულობებზე, რაზეც საუბრობს ლევან ვასაძე. ეს სეგმენტი არსებობს და ასეთია მოცემულობა, მაგრამ არა იმდენად დიდი, რომ ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყოს ხელი, სულ 10-15%-ია,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.

სოციალისტი მაშ მტყუვნის?! ლგბტ-ს მხარდამჭერნი რამდენნი ხართ?!
4 წლის უკან
ლაზი კაცმა ერთი მიტინგი ჩაატარა და უკვე მოსახლეობის 10-15% თუ უჭერს მხარს, ეს სერიოზული საქმეა. მოსახლეობის 10-15%, ამომრჩეველთა 25-30 პროცენტია. მოსულა ეს კაცი ხელისუფლებაში და ისაა. აუცილებლად უმრავლესობით უნდა მოვიდეს?
4 წლის უკან
თუთაშხა ჩოთქზე დათვალე თუ ....., 15%-იც ჰყავს ამ ქართველ კაცს და 80-იც. საერთოდაც პოლიტიკოსი არაა, მართალს ლაპარაკობს და იმიტომ. თავს ნუ გვახვევენ ლიბერალები თავის ბინძურ იდეოლოგიას, რაც აქვთ კარგი ის შემოგვთავაზონ. არავინაა დაჩაგრული, დაჩაგრული ისევ ქართველი ადამიანია, გავნახევრდით ცალკე ემიგრაციით და ცალკე ნაკლები შობადობით....
4 წლის უკან