პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელმაც კანცელარიასთან გამართული კონტრაქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა აცხადებს, რომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები მოძალადეები არიან.
"არ შეიძლება, რა, ასე ერთმანეთის ნერვებზე. ეს არის ძალადობა მათი მხრიდან, პრაიდი ქვია თუ რა ქვია. არიან მოძალადეები ჩვეულებრივი და მორალურ ტერორში ამყოფებენ ხალხს. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და მიხვდებიან, რომ ასე არ უნდა დაუპირისპირდნენ ხალხს", - განაცხადა იაკობმა "TV პირველთან".
მეუფე იაკობი ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ლგბტ თემსა და პრაიდის ორგანიზატორებს ეკისრებათ.