საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის მსურს, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვშალო

საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის მსურს, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვშალო

მალხაზ მაჩალიკაშვილი 18 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება და მაჩალიკაშვილისთვის მხარდაჭერა იყო.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს იმისთვის, რომ ხელისუფლება ჩამოშალოს.

"18 პარტიის წარმომადგენელს შევხვდი. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ხელმოწერები არა 100 000, არამედ უფრო მეტი შეგროვდება. თუ შექმნიან დროებით საგამოძიებო კომისიას, შექმნიან, თუ არადა სიტყვას გაძლევთ, რომ ვაიძულებთ მის შექმნას. გეგმების კომენტირებისგან, რაც აქ შევიმუშავეთ, თავს შევიკავებ. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მსურს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება ჩამოვშალო. სწორედ თემირლანის საქმეა, რომელიც ამ ხელისუფლებას ჩამოშლის", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.