"იქნებ მოვუსმინოთ იმ ათიოდე აქტივისტს, რის თქმა უნდათ, ვიღაცის შვილები და ახლობლები ხომ არიან?"

იქნებ მოვუსმინოთ იმ ათიოდე აქტივისტს, რის თქმა უნდათ, ვიღაცის შვილები და ახლობლები ხომ არიან? რამე დააშავეს? კრიმინალი ჩაიდინეს? კრიმინალებსაც კი ჰყავთ ადვოკატები - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ფანჯიკიძე წერს, ჰომოსექსუალებს მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის რა ინტელექტუალური კონტრიბუციაც აქვთ მოტანილი, ამის მემილიონედადაც კი არ დავუზარალებივართ მათ ორიენტაციას. "იმის მაგივრად ვინმემ თავიდან აგვაწყოს, შეგვაკოწიწოს, ჩაგვახუტოს, საზოგადოების დახლეჩას და ბრბოს ხროვის ინსტინქტს გამხნევება უნდა კიდევ ამ ქვეყანაში? და თქვენ ფიქრობთ, ბრბო ვინმეს დაგინდობთ, ძალა თუ მოიკრიბა? თუ გგონიათ, მიზეზს ვერ მოგინახავთ, რომ ნაჭერ-ნაჭერ დაგგლიჯოთ?

რა არის ასეთი აჟიოტაჟი, გეგონება ქვეყნის უმთავრესი პრობლემა ეს იყოს, გეგონება ჰომოსექსუალთა ლაშქარი იკრიბებოდეს, ისეთ ამბავს ტეხენ წმინდა წყლის ფარისევლები. იქნებ მოვუსმინოთ იმ ათიოდე აქტივისტს, რის თქმა უნდათ, ვიღაცის შვილები და ახლობლები ხომ არიან? რამე დააშავეს? კრიმინალი ჩაიდინეს? კრიმინალებსაც კი ჰყავთ ადვოკატები.

ჰომოსექსუალებს კი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვისაც რა ინტელექტუალური კონტრიბუციაც აქვთ მოტანილი, ამის მემილიონედად მაინც დავუზარალებივართ მათ ორიენტაციას? სად იგრძენით საფრთხე? ხართ ჩემს მეგობრებში ისეთი, ვისაც რამე გაკადრათ ან შემოგთავაზათ ამ ხალხმა? გადაიტანეთ თქვენს თავზე, წარმოიდგინეთ ასეთ “უჩვეულო სიმახინჯედ” რომ გთვლიდნენ, როგორ იგრძნობდით თავს.

რა ადამიანობაა ასეთი სიძულვილი? რატომ ვიყავით უფრო პროგრესულები გუშინ? ჭაბუკიანი მთაწმინდაზე დავკრძალეთ, გვეამაყებოდა, ვინ იკადრებდა მაშინ ჰომოსექსუალს ქვებით გაკიდებოდა. დღეს რა დაგვემართა? ოღონდ არ მითხრათ, მიტინგს ნუ აწყობენო. ადრე მიტინგი სულ არ ვიცოდით, ახლა კი ყველა აწყობს, ყველა თემაზე, ვისაც რა უნდა და მაინცდამაინც ეს ხალხი რატომ არ შეიძლება ქუჩაში ჩნდებოდეს? აღარ მინდა ქართველების საშიშ ფიზიკურ დაპირისპირებას და ვინმეზე თავდასხმას ვუყურებდე, არცერთ თემაზე“, - წერს ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა

. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს. ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს: ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები და მუქარა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი მიმართულებით. მოგვიანებით, ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რა დროსაც 28 მათგანი დააკავეს.

სოსო ქალბატონო ნათია, თქვენთვის რათქმაუნდა არსებობს ისეთი სულიერი ფასეულობა, რომელსაც პატივს სცემთ და რომლის შეხებაც დიდ ტკივილს მოგატენებთ! საყვარელი ადამიანის ღალატი! საყავარელი ადამიანის შეურაცხყოფა. ალბათ შეურაცხყოფად მიიღებთ თუ უცხო ადამიანი თქვენ წინაშე მოისაქმებს, თუნდაც ლამაზ ღამის ქოთანში, თუმცა ამას ცალკე ტუალეტში ყველა ვაკეთებთ და ეს არავის აღიზიანებს! სექსიც ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ შეურაცხყოფად მიიღებთ თუ მეუღლე სხვასთან დაწვება! ხოლო თუ ამას თქვენ თვალწინ გააკეთებს ალბათ გადაირევით! ეს ყველაფერი თქვენი ახლობლების თვალწინ რომ დაიწყოს და თან დაგაძალოთ რომ თქვენ ამას მიესალმოთ, ტაში დაუკრათ და მის საყვარელსაც პატივი სცეთ, დარწმუნებული ვარ რაღაც კრიმინალს ჩაიდენთ! თქვენ გაღიზიანდით ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილების უადგილო შესრულებამ, მაგრამ თქვენ ამისთანას პედერასტების ჭაბუკიანთან შედარებით საზოგადოების წინაშე ამართლებთ, რითაც დაგვცინით! ესეც არაზუსტი შედარება იყო, რადგან სექსი და მოსაქმება ბუნებრიბი მოთხოვნილებაა ჯანმრთელი ადამიანის. რატომ არ ფიქრობთ რომ თქვენ ჯერ ადამიანის
6 წლის უკან

სოსო თქვენ ჯერ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილების უადგილო შესრულებამ გაგაღიზიანათ და პედერასტობა ეს ქართველისთვი ტრადიციულად მიუღებელი, შეურაცხმყოფელი და იმდენად ამაზრზენია, რომ ვისაც ამის ახსნა სჭირდება ისიც ავადმყოფი მგონია! რელიგიური უნდა იყოთ და თვით უფალმაც კი, რომელიც სიკეთეს ქადაგებს, პედერასტების გამოსწორებაზე უარი თქვა და პედერასტები მათ ქალაქებთან, სოდომ გომორტან ერთად გაანადგურა! ეს თქვენც კარგად იცით და რატომ გინდათ თქვენი თავის თახსირად წარმოჩენა და საზოგადოების მასხრად აგდება? ტქვენ გაგეხარდებოდათ თქვენი შვილის პედერასტობა?
6 წლის უკან