"მემუარებს რომ დაწერ, იქ ერთი თავი იქნება: როგორ წავლეკე და გავანადგურე ჩემი მეგობარი"

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მის მეგობარს ლევან ვასაძეს მიმართავს. "ძვირფასო ლევან, მოგმართავ ჩემი ბავშვობის მეგობარს, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს ახალი ლევანი ახლოს არც მინახავს, აი, რომელსაც ახლა ვიდეოში ვუსმენ. გუშინ ვცდილობდი შენამდე მოსვლას, მაგრამ პოლიციელებმა არ მომიშვეს.

შენს უსაფრთხოებას ვიცავთ და არ შეგიშვებთო, ვარწმუნებდი, რომ ჩემი მეგობარი ხარ და არ მელის მანდ საფრთხე. მე რომ ვიცნობ და მიყვარს, იმ ლევანისგან და მისი მეგობრებისგან ნამდვილად არ მელის. იმ ლევანისგან მხოლოდ სიყვარული, თანადგომა, მეგობრობა მახსოვს მე. ვფიქრობ, ამ ერთი კვირის მანძილზე, მაინც შევხვდებით.

მეც იქ ვიქნები, სადაც ჩემი მეგობრები იდგებიან, დავიცავ მათი გამოხატვის თავისუფლებას და ვიქნები მათ მხარეს. როცა წალეკვის და განადგურების ბრძანებას გასცემ, იქ ადგილზე, თორემ აქ უკვე გაეცი, გახსოვდეს, რომ იქ შენი წინა ცხოვრების მეგობრები დგანან და მათი განადგურების ბრძანება გაეცი.

არა უშავს, მოხუცებულობაში მემუარებს რომ დაწერ, იქ ერთი თავი იქნება: როგორ წავლეკე და გავანადგურე ჩემი მეგობარი, რომელმაც ტაძარში თავის ხელით მიმიყვანა და როგორ მოვკალი ჩემში წარსული!“ - წერს ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

სოციალისტი ახლა ეს ნინია ნორმალურია?! რა გინდა იქ, რისთვის დგეხარ, სად დგეხარ, ვისთან დგეხარ?!
6 წლის უკან
უ ც ხ ო :
იმის მიუხედავად, ვეთანხმები თუ არა, ყოველთვის სიმპათიითა ვარ განწყობილი ამ გოგოს მიმართ... მაგრამ არც მე მესმის, რაშია სოლიდარული ლგბტ თემთან!
ვინ რითი ძალადობს და რითი ჩაგრავს მათ, რა აუკრძალეს და ვინ დაუწესა მონიტორინგი - ვისთან ექნებათ სექსი?!
(პირიქით, თვითონ არიან აგრესიულები და უცხოეთში ობსტრუქციის მოწყობით და კონცერტების ჩაშლით ემუქრებიოდნენ ხელოვანებს, არ გახსოვთ?).
ხომ არავინ არაფერს ერჩის და მოითხოვს მათგან, იმის გარდა, რომ ნუ გამოვარდებით ქუჩაში პერიოდულად და ნუ ეწევით გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრების პროპაგანდასო?!
ძნელ რამეს ითხოვენ მათგან?!
საპატრიარქო რომ სოდომ-გომორული ცოდვის ლეგალიზების წინააღმდეგი იყოს, ესა გასაკვირი?!
თუ ისაა გასაოცარი, რომ არ უნდოდეს საპატრიარქოს, დაერიოს ხალხი ამ თემის უტიფარ, უსირცხვილო წარმომადგენლებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ! (თუმცა, მათ იქნებ, უღირდეთ კიდევაც ეს გაძუყვნა, რომ მეტი გრანტები მოიზიდონ თავისნაირი დამფინანსებლებისაგან!).
ასე რომ, ნამდვილად არ მგონია, მათ გვერდით იყოს ნინია კაკაბაძის ადგილი. პირიქით, თავისი მეგობრის გვერდით დგომა მოუხდებოდა უფრო!
6 წლის უკან