ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, გუბაზ სანიკიძის იმ კომენტარს პასუხობს, რომელშიც ის ამბობს, რომ ლადო კახაძე კი არ აირჩიეს, არამედ ბიძინამ დადო, როგორც “მეშოკი” (ავტორის სიტყვებით)
“ამ სინდის ნამუს გარეცხილ და უშუბლისძარღვო გუბაზას როგორ უნდა მოვითმინოდა არ ვუთხრა? ეს რომ სხვას ეტყვის “მეშოკივით დაგდო ბიძინამ პარლამენტშიო!” – ამ თემაზე რომ ეს ხმას ამოიღებს, იქ შეიძლება მერე ნამუსზე ლაპარაკი?
ოხ! შენ ხომ სულ შენით დაიმსახურე რა, პარლამენტში ჯდომა! ვითომ “ებრძოდი” მიშას და დაფაფხურობდი რაღაცას ქუჩებში და “ჩიტი” ვერ მოჭამე სანამ სწორედ ბიძინა არ გამოჩნდა! თქვენ სუყველა ბიძინას “დადებულები” ხართ, “დიადო” გუბაზ! და აი, ამას რომ სხავს ეუბნები, მანდ უკვე ჩანს შენი “შუბლისძარღვის” მდგომარეოება! ამ ფუნას ჰგონია, რომ თუკი ეთერში ჟურნალისტებს კოპები შეუკრა და უბღვირა, რაღაცეები იბუყბუყა “გაბრაზებული” ტონით – მორჩა! დაიჯერა ხალხმა ამისი “ერისკაცობა” და “პატრიოტობა”!
აი, ამისნაირები რომ დადო და შეაგორა თავის დროზე პარლამეტში, სწორედ ეგაა ბიძინას მთავარი შეცდომა! და კიდევ კარგი ახლა იშორებს ამნაირ მუქთახორებს!
არ დამიწყოთ – “ახლა არ მოგწონსო”? მე ეს გაპეყილი და უზრდელი კაცი არც არასოდეს მომწონდა და როცა მიშას “ებრძოდა” მაშინაც უაყროფითს ვწერდი მასზე ყოველთვის!
ზუსტად ისევე, როგორც “ოცნებიდან” ამ ბოლოს გაქცეულ ბევრ სხვა ვითომ “ნაცებთან მებრძოლ” პერსონაზე! და ვხედავ, რომ ზუსტი და მართალი აღმოვჩნდი! ვინც მე არ მევასებოდა მაშინ, ყველა ნაგავი და უტიფარი გამოდგა მართლაც!
და კიდევ – მე არ ვეთანხმები არც ლადო კახაძეს და არც ვინმე სხვას, ვინც იძახის, რომ “გუბაზი მამამისს არცხვენს” ან “მამამისს შერცხვებოდა ახლა გუბაზის საქციელისა” – არანაირად არ ვეთანხმები ამას! მე მგონია, რომ მამამისიც ზუსტად გუბაზისნაირი იქნებოდა და იმიტომაც ყავდათ კომუნისტებს “გარეკლამებულ”-გაზულუქებული…
არ გამომიხტეთ ახლა აქ “ლევანსანიკიძისტები” ერთი სრულიად ჩვეულებრივი ისტორიკოსი და პლიუს ძალიან გადაპრანჭული, უინტერესო და არამიმზიდველი ენით მწერალი – კონსტანტინე გამსახურდიას გაუარესებული ვარიანტია, მეტი არაფერი.
თავის დროზე ჩემს შვილს რომ მივეცი წასაკითხად ლევან სანიკიძის წიგნები, ბავშვმა ცოტა ხნის მერე მითხრა – “აუ, რა არის ეს რა უაზრო ენით ნაწერია, დამღალა, ამას რა წამაკითხებსო” – არადა ამ ამ დროს უკვე ჰერმან ჰესე და კნუტ ჰამსუნი ჰქონდა წაკითხული… მე პირადად, ვერაფერი ვუპასუხე და დავეთანხმე, რადგან მეც იგივე შეგრძნება მქონდა ზუსტად.” – წერს ბაკურ სვანიძე.