საპატრიარქომ მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო

საპატრიარქომ მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო

 

„არსებითად სიტყვის გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება გარკვეულ სტანდარტებს. მთავრობამ არ უნდა გაითვალისწინოს ეკლესიის პოზიცია. გარკვეულწილად, მთავრობა უხერხულ მდგომარეობაშიც ჩავარდა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციისთან განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც წინ უძღოდა საპატრიარქოს მოწოდება, რომ მთავრობამ „თბილისი პრაიდის" კვირეულის ჩატარება არ დაუშვას.

დემეტრაშვილის განცხადებით, მართალია, საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა მთავრობის მხრიდან ამ მოწოდების გათვალისწინება არ უნდა მოხდეს. მისი თქმით, მთავრობა მხოლოდ პარლამენტთან არის ანგარიშვალდებული, რაც საპატრიარქოზე არ ვრცელდება.

„საქართველოს საზოგადოებაში მართმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. სახელმწიფოს მასთან კონსტიტუციური ხელშეკრულება აქვს დადებული და მის გავლენას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოყვება-ხოლმე, თუმცა მის განცხადებას მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებად განვიხილავ. მთავრობა სულაც არ არის ვალდებული გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს ეკლესიის პოზიცია.

„მთავრობა სუვერენული ორგანოა; იგი ანგარიშვალდებულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის და არა სხვა რომელიმე სუბიექტის წინაშე. ამიტომ, გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა მთავრობა, რადგან საპატრიარქო საზოგადოებაში განსაკუთრებული სუბიექტია, თუმცა მთავრობამ მისი პოზიციას შეიძლება გაუწიოს ანგარიში, შეიძლება - არა," - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ცნობისათვის, 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ლგბტ აქტივისტთა აქცია უნდა გამართულიყო, პოლიციამ კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.

შეგახსენეთ, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. წელს ეს დღე ლგბტ წარმომადგენლებმა არ აღნიშნეს და აქციისა თუ მსვლელობის მოწყობა ივნისის თვისთვის გადადეს. ისინი 18-23 ივნისს კვირეულის, „თბილისი პრაიდის" ჩატარებას გეგმავენ.

სოციალისტი კი, მართალია. საპატრიარქომ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა მთავრობა! მაგრამ 100-ჯერ მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი სამშობლო, ქართველი ერი ე.წ. სტრატეგიულმა მოკავშირემ, რომელიც რატომღაც დაჟინებით ითხოვს ქართველი ხალხისგან იზეიმონ "ლგბტ პრაიდი". ნეტა ვინმე გამცემდს პასუხს, რა უნდათ, რატომ შემოგვიჩდნენ?!
6 წლის უკან