"ობიექტივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი ფეისბუქზე წერს:
"ვუყურებთ ამ ინტელექტისგან დაუმახინჯებელ სიფათებს, ვუსმენთ მათ დანაწევრებულ მეტყველებას, თავს ვიმტვრევთ იმის გასაგებად, თუ რისი თქმა სურდათ და... კატეგორიულად მოვითხოვთ საჯარო სამსახურის ბიუროსაგან:
- სასწრაფოდ და სრულად მოხდეს საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურში მიღების დროს მათ მიერ წარდგენილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების( ატესტატი, დიპლომი, სერტიფიკატი და სხვ.) სრული ინვენტარიზაცია და მონიტორინგი და ყველა ცალკეული დოკუმენტი გადამოწმდეს მათში მითითებულ ( გამცემ) სასწავლო დაწესებულების შესაბამის სამსახურში მის ნამდვილობასა თუ სიყალბეზე...
არ შეიძლება ამდენი გაუნათლებელი წყვეტდეს ადამიანთა ბედს ამდენი ხნის განმავლობაში!!! ."