კინოკომპანია პარამაუნტი ბრიტანულ პოპ ჯგუფზე Spice Girls ანიმაციას გადაიღებს.
როგორც პარამაუნტის ანიმაციის დირექტორმა განაცხადა, ისინი ერთად მუშაობენ იდეაზე, რომელიც პოპ ჯგუფს გაუჩნდა. პროექტის განვითარების საწყის სტადიაზეა და პროცესებში ჯგუფის ყველა წევრია ჩართული - ვიქტორია ბექჰემი, ემა ბანტონი, ჯერი ჰოლიველი, მელანი C და მელანი B.
ამ ყველაფრის პარალელურად კი სფაის გერლზი ინგლისის ტურნეზე იმყოფება, რომელიც ჯგუფის წლების შემდეგ გაერთიანების აღსანიშნავად იმართება. ანიმაციისგან განსხვავებით ვიქტორია ბექჰემს ჯგუფთან ერთად სცენაზე ვერ იხილავთ. 45 წლის დიზაინერმა და ყოფილმა პოპ ვარსკვლავმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის ყოფილ ჯგუფს წარმატება უსურვა.