ინგრედიენტები
ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი
მწვანე ხახვი
კვერცხი - 8
ქამა სოკო, დიდი ზომის - 8
მომზადების წესები
აარჩიეთ დიდი ზომის სოკო. მისი ზომის შესაბამისად, გამოიყენეთ ქათმის ან მწყრის კვერცხი.
სოკო გარეცხეთ და მოაცილეთ ფეხი.
ქუდში ჩაახალეთ თითო კვერცხი, მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი. შეგიძლიათ შეწვათ ღუმელში, 200 გრადუსზე, ან გრილზე.
მზას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.