ვასაძეს სჭირდება მარშის აქტივობა, რისგანაც მძიმე შედეგი უნდა დადგეს , საჭირო მომენტში ეკლესია მოარჯულებს მარშს ეს გეგმის ნაწილია, - ამის შესახებ თეოლოგი გოჩა ხურცილავა სოციალურ ქსელში წერს.
“ ახლა ნახეთ რა ხდება - გვაქვს რეალობა როდესაც ვასაძე და მარში კი არ ეპაექრებიან ერთმანეთს, არამედ ვასაძეს სჭირდება მარშის აქტივობა, რისგანაც მძიმე შედეგი უნდა დადგეს და ტიპი ლიდერად იქცეს. იმასაც ფიქრობს რომ საჭირო მომენტში ეკლესია მოარჯულებს მარშს. რაღა ფიქრობს, ეს გეგმის ნაწილია. საპატრიარქოს დღევანდელი განცხადებაც გრუ-ს სცენარია. უბრალოდ მექანიზმი ჩართეს. ახლა რქებით მიწოლა კი არა, ამათ ჭკვიანურად უნდა მოვუხაზოთ. და იდიოტობას შევეშვათ - ხელისუფლება კი არ არის ვიზავი, რომელსაც ვასაძესთან ერთად უნდა ვურტყათ, არამედ - მოკავშირედ და პარტნიორად უნდა ვაქციოთ. ყველა სხვა ქმედება და განმარტებები, თუნდაც პარიზიდან ან ნიუ-იორკიდან რომ აკეთოს ყველაზე პრადვინუტმა "პროდასავლელმა" და ლიბერალმა, იქნება სწორედ ვასაძის- რუსეთის თამაში. აქვე - "ქართულმა მარშმაც" უნდა გაიაზროს, რომ ადგილი მიზნების თანხვედრას არ აქვს. თემა მიზეზია და არ მინდა დავიჯერო, რომ ყველაზე რეაქციული მარშელი პუტინისთვის სულმიყიდულია. ვრცლად - ჩამოვალ, ვიტყვი და დავწერ კიდეც“, - წერს მირცხულავა.