ნაცებო გეყოფათ! თავყბის მტვრევით ხალხი სანაგვე ურნებში რომ არ გყრით ვოლსკისნაირი დეპუტატების დამსახრუებაა

ნაცებო გეყოფათ! თავყბის მტვრევით ხალხი სანაგვე ურნებში რომ არ გყრით ვოლსკისნაირი დეპუტატების დამსახრუებაა

სამოქალაქო აქტივისტი გოჩა მუხაშავრია სოციალურ ქსელში წერს:

“გიორგი ვოლსკის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, მისი გამოცდილების, წონის და სუფთა წარსულის მქონე ადამიანები, (არაფერს ვამბობ მის პიროვნულ პატრიოტიზმზე) არც თუ ისე ბევრია ჩვენს რეალობაში და ისიც საქართველოს პარლამენტში.

გამომდინარე აქედან, არაეთიკურ და უზრდელურ ქმედებად მიმაჩნია ბოკერიას საქციელი, ან რა მორალურ თუ ზნეობრივ ღირსებაზე დაყრდნობით ახსენებს, ბოკერიას წარსულის მქონე სტიგმატოზოიდი, გიორგი ვოლსკის წარსულს?!

რატომღაც მე უფრო მგონია რომ ვოლსკიზე განხორციელებული შეტევა, ხელოვნურად აგორებული ,,შავი,, პიარის მორიგი მცდელობაა ნაციონალების მხრიდან, რომლებიც მოკავშირეებს უმრავლესობაში, ჯერ კიდევ მცირედ შემორჩენილ ჩანერგილებშიც ეძებენ. მაგრამ მერწმუნეთ არ იმუშავებს მსგავსი მეთოდი მეთოდოლოგიურად რადგანაც სწორედ გიორგი ვოლსკია ერთ-ერთი უმრავლესობიდან, ვინც საფუძვლიანად აშიშვლებს ნაც-კრიმინალურ და რევანშისტულ ორგანიზაციას ყოველდღიურ რეჟიმში.

აქვე მინდა ნაცებს შევახსენო: თქვენ თუ დაგავიწყდათ ყველა ის უბედურება რაც ხალხს და ქვეყანას დამართეთ მთლიანობაში, თქვენგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობას არ დავიწყებია და სწორედაც რომ ვოლსკისნაირი დეპუტატების დამსახურებაა უმრავლესობიდან, თქვენს მიერ ათეულ და ასეულ ათასობით გაუბედურებული ხალხი, თავყბის მტვრევით სანაგვე ურნებში რომ არ გყრით, თქვენ რა სინდისით და ნამუსით ზიხართ საერთოდ საქართველოს პარლამენტში?!!!

p s: ნაცებო გეყოფათ! ნუ ცდით მოსახლეობის მოთმინებას! ყველაფერს ზღვარი აქვს!” – წერს მუხაშავრია