დონალდ ტრამპს მთვარე მარსის ნაწილი ჰგონია

დონალდ ტრამპს მთვარე მარსის ნაწილი ჰგონია

აშშ-ს პრეზიდენტმა ასტრონომიის მოყვარულები ფრიად გააკვირვა, როდესაც ტვიტერზე ნასას კრიტიკისას განაცხადა, რომ მთვარე მარსის ნაწილია.

"იმ ფულის გამო, რომელსაც ვხარჯავთ, ნასა მთვარეზე წასვლას აღარ უნდა განიხილავდეს. ეს 50 წლის წინ გავაკეთეთ. ისინი უფრო მასშტაბურ რამეებზე უნდა კონცენტრირდნენ, მათ შორის მარსზე (რომლის ნაწილიც მთვარეა), თავდაცვა და მეცნიერება!"

ტრამპის სიტყვებმა უამრავი გააოცა, რადგან მთვარე მარსის ნაწილი არაა. ის დედამიწის ერთადერთი და მზის სისტემის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრია, ხოლო მარსიდან 225 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრამპის ტვიტი ნასას გეგმას ეხებოდა, რომელიც მთვარიდან მარსზე გამგზავრებას ეხება. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია Fox-ზე, პრეზიდენტის საყვარელ არხზე, გასული გადაცემა, რომელშიც სტუმარმა, ნეილ კავუტომ ნასა მთვარეზე მოგზაურობის გამო გააკრიტიკა. ტრამპმა სწორედ გადაცემიდან ერთ საათში დატვიტა.