"ჩვენ სიმართლე გვინდა,ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა"

ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა! ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა თითოეული ჩვენთაგანისთვის!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე წერს და საზოგადოებას მოუწოდებს დამნაშავეებს ხელი არ დააფარონ.

მისი თქმით  არცერთი ხელისუფლება დამნაშევა არ იქნება თუკი საზოგადოებამ ნება მისცა მმათველმა ძალამ მართოს ხალხის ინტერესები.

“ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა!!!

ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა თითოეული ჩვენთაგანისთვის!!!

გადადეთ ყველამ პროფესია და წამით დაბრუნდით იმ იდილიაში რასაც ქვია ტკბილი ოჯახი.ჩახედეთ შვილებს თვალებში და წამით წარმოიდგინეთ რომ შეიძლება ის დრო მოვიდეს კითხვა დაგისვათ,თუ რა გააკეთე შენ როცა სიტყვა გეთქმოდა სიმართლის გვერდით ხმამაღლა დგომის!!!!

ეს დრო აუცილებლად მოვა!!!

არ  შეგეშინდეთ ხმამაღლა ყვირილი

_ ჩვენ სიმართლე გვინდა!!!!!!!

მკვლელის  დამალვა  არაფერია  ვიდრე  სიმართლის  დამალვა და რაც  უფრო  ღრმად დაიმალება მით  უფრო  უფსკრულისკენ  წავა  ჩვენი  ქვეყნის  ბედიც  და  მომავალიც, რომელი მომავალიც ჩვენ  უნდა  შევქმნათ  სიმართლეში  ან  ტყუილში!!!!

არც  ერთი  ხელისუფლება  არ  იქნება დამნაშავე, თუ  ჩვენ  მათ  მივეცით  ნება  თავიანთი პირადი ინტერესებით  გვმართოს!!!!

ხელისუფლება  ვალდებულია  ხალხის  ინტერესებს  ერგებოდეს  და  თუ  ეს  ასე  არ  ხდება ის ხალხის  და  სიმართლის  მტერია!!!!

ჩვენ  გვინდა  ს ი მ ა რ თ ლ ე ! ! ! ! ! ! ! ! “ , - წერს სარალიძე.

 

 

Maverick სრული სიმართლეა, ჭეშმარიტად!
4 წლის უკან