რიანამ Interview Magazine-თან პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა. 31 წლის მომღერალი საზოგადოებას სასიყვარულო ურთიერთობის დეტალებს იშვიათად უმხელს, თუმცა ამჟამად განაცხადა, რომ შეყვარებულია და ამ ეტაპზე ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
აწ უკვე ყველაზე მდიდარმა ქალმა შემსრულებელმა აღნიშნა, რომ საკუთარი მუშაობით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია, რადგან მისი მენტალური ჯანმრთელობა განაპირობებს კარიერულ წინსვლას და შრომა მისი წარმატების საწინდარია, ამ ყველაფერს კი ჯანსაღი ურთიერთობა სჭირდება, რაც ამ ეტაპისთვის მისი ყველაზე დიდი საზრუნავია. როგორც იცით, რიანა ჰასან ჯამელს ორი წელია ხვდება, როდესაც მომღერალს შეკითხვა მასთან დაკავშირებით დაუსვეს, გამყარებული იყო, თუ არა ეს ურთიერთობა სიყვარულით და გრძნობდა თუ არა იმავეს, პასუხი უცაბედი, საკუთარ თავში დარწმუნებული და თანაც დადებითი იყო.
„რა თქა უნდა, შეყვარებული ვარ."
„მსურს დედა გავხდე, ცხოვრებაში ამაზე მეტად არაფერი მინდა!“
რადგან რიანა მსგავსი ემოციური და გულახდილი საუბრებით ხშირად არ გამოირჩევა, ეჭვი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მისი და ჰასანის ურთიერთობა რაღაც უფრო სერიოზულში გადაიზრდება, უფრო კონკრეტულად, როდესაც სარა პოლსონმა რიანას ქორწინებაზე შეკითხვა დაუსვა, მომღერალი გაჩუმდა და პასუხი შეგნებულად არ დააბრუნა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი დასძინა:
„ღმერთმა იცის რა მოხდება, ჩვენ მხოლოდ ვგეგმავთ, არა?“.