ეკა სეფაშვილი: ჰერჩინსკიმ ორჯერ მოატყუა ხალხი - პირველად, როცა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ევროინტეგრაცია და მეორედ, როცა თქვა, რომ საქართველომ შეაჩერა ეს პროცესი

ეკა სეფაშვილი: ჰერჩინსკიმ ორჯერ მოატყუა ხალხი - პირველად, როცა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ევროინტეგრაცია და მეორედ, როცა თქვა, რომ საქართველომ შეაჩერა ეს პროცესი

„შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ, არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა საქართველოსთან ევროინტეგრაცია შეაჩერა“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ჰერჩინსკიმ ორჯერ მოატყუა ხალხი - პირველად, როცა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ევროინტეგრაცია და მეორედ, როცა თქვა, რომ საქართველომ შეაჩერა ეს პროცესი. 

„ჰერჩინსკის ეს პირველი ტყუილი მალევე გამოაშკარავდა, როცა ოთხი ოპოზიციური პარტიის (სინამდვილეში, ერთი ნაცკლასტერის) წერილი ვიხილეთ, რომელშიც ისინი ბრიუსელს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას სთხოვდნენ. თუ გაჩერებული იყო, კიდევ გაჩერებას ითხოვდნენ? ანუ, ეს ტყუილი იყო [ჰერჩინსკის მხრიდან]. 

ჰერჩინსკის მეორე ტყუილი კი არის ის, რომ ახლა ამბობს, თითქოს საქართველომ შეაჩერა ეს პროცესი. როდის იყო ის მართალი? [როცა აცხადებდა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ინტეგრაცია, თუ როცა ამბობს, რომ საქართველომ შეაჩერა ეს პროცესი?] მე გეტყვით სიმართლეს - ორივე შემთხვევაში ატყუებდა ხალხს“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.