რულეტი ტირამისუ ყავის კრემით

რულეტი ტირამისუ ყავის კრემით

ინგრედიენტები

ბისკვიტი:

კვერცხი - 6 ცალი

ვანილის ბისკვიტის მიქსი (ფხვნილი) - 1 შეკვრა

ზეთი - 1/2 ჭიქა

წყალი - 1/2 ჭიქა

კაკაოს ფხვნილი - 1/2 ჭიქა

კრემი:

ნაღები - 1 ჭიქა

ხსნადი ყავა ან ესპრესო - 1 ს/კ

ათქვეფილი მასკარპონე - 400 გ

შაქარი - 1 ჭიქა

ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ

სხვა ინგრედიენტები:

სავოიარდის ბისკვიტები - 5 ცალი

ყავა ესპრესო - 1/2 ჭიქა (გაციებული)

გახეხილი შოკოლადი - მოსაყრელად

მომზადების წესები

ჯამში ჩაახალეთ 6 კვერცხი, დაუმატეთ ვანილის ბისკვიტის ფხვნილი, მცენარეული ზეთი, წყალი და ათქვიფეთ თხელი ცომის მიღებამდე.

ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, წუასვით ცოტაოდენი ცხიმი, გაანაწილეთ მასზე ცომი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8 წუთის განმავლობაში.

ფიცარზე დააფინეთ სუფთა ჩაის ტილო, ზედ დაყარეთ კაკაო, გადაიტანეთ მასზე გამომცხვარი ბისკვიტი, მოაცალეთ პერგამენტი ფრთხილად და ჩაის ტილოს მეშვეობით დაახვიეთ რულეტად. გააცივეთ 1 საათის განმავლობაში.

ამასობაში მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ნაღები და ესპრესოს (ან ხსნადი ყავის ფხვნილი), დაუმატეთ ცალკე ათქვეფილი მასკარპონე, შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და თქვიფეთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

გაციებული რულეტი გაშალეთ, წაუსვით კრემი (ცოტაოდენი გადაინახეთ მოსართავად). დაალაგეთ ერთ კიდეზე სავოიარდის ბისკვიტები, რომლებიც უნდა დანამოთ წინასწარ მომზადებული ხსნადი (ან ესპრესო) ყავით.. გადაახვიეთ კვლავ მჭიდრო რულეტად ჩაის ტილოს მეშვეობით და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით. სუფრასთამ მიტანამდე მორთეთ რულეტი მორჩენილი კრემით და გახეხილი შოკოლადით.