დავით წიკლაური:  ,ფონდი უნდა იყოს აპოლიტიზირებული

დავით წიკლაური: ,ფონდი უნდა იყოს აპოლიტიზირებული"

,ფონდი უნდა იყოს აპოლიტიზირებული" – ამის შესახებ საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დღეს კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი სიტყვით გამოვიდა, დანარჩენ წევრებს კი სკაიპის დახმარებით მოუსმინეს.

დავით წიკლაურმა განაცხადა, რომ საბჭოს პირველი ამოცანა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაა, რაც შეეხება ინვესტირების ნაწილს კი, კანონის თანახმად ეს ნაწილი საკმაოდ შეზღუდულია.

,,რაც შეხეება საინვესტიციო პოლიტიკას ველოსიპედს არ ვიგონებთ, აქ საჭიროა ისეთი პოლიტიკის დაწერა, რომ ფონდი იყოს დივერსიფიცირებული, რომ პირველივე ბაზრის ვარდნის შედეგად, არ მოხდეს 20-30%-ის ვაიბაუტი. არსებული კანონი საკმაოდ შეზრუდულია, პირველი 5 წელი თანხის 80%-ის განთავსება ხდება მხოლოდ Fixed Income ინსტრუმენტებში, ანუ სასესხო ობლიგაციებში, რომელიც ნაკლებ ვოლატილურია, მაგრამ იმდენი თანხის აკუმულირება ხდება ამ საპენსიო ფონდში, პირველი 5 წლის განმავლობაში, რომ საინვესტიციო ოფიცერს ვისაც ავირჩევთ, საკმაოდ თავის ტკიილი ექნება თანხების განთავსებებისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ კუმულატიური თანხა გაუსწრებს ბაზრის განვითარებას." – განმარტა დავით წიკლაურმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საინვესტიციო საბჭო იყოს აპოლიტიზირებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ საინვესტიციო საბჭოს წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: დავით წიკლაური, ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი