ბიძინა ივანიშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა(VIDEO)

ბიძინა ივანიშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა(VIDEO)

"ქართული ოცნების“ ლიდერმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები იყო.

"ჩვენ ჩავაბარეთ ძალიან საინტერესო გამოცდა, რასაც ჰქვია არჩევნები. ამით განისაზღვრებოდა ჩვენი პერსპექტივა. მე შევახსენე მას, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ. ახლა მათ უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისათვის, რომ საქართველოს ნატო-ში რეალური გაწევრიანება უახლოეს მომავალში მოხერხდეს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა" ,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.