წყალბურთელი და ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი იგივე "როსტო" პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
როსტოშვილის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა.
როსტოშვილი 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ასევე, მსახიობი ლაშა კურტანიძე. მათ 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი.
2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. შეწყალება ითხოვა როსტოშვილმაც, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.