სამსახური ეს ის ადგილია, სადაც ყოველ დღე უნდა წარმოვაჩინოთ შესაძლებლობები, დავამტკიცოთ საკუთარი უპირატესობა და შედეგად, კარიერულ კიბეზე უფრო მაღლა ავიწიოთ. ზოგიერთი ქალი, სხვებთან შედარებით, უფრო წარმატებულია და ეს იმიტომ, რომ საკითხს სწორად უყურებს და აქვს ჩვევები, რომლებიც მის წარმატების წინაპირობაა.
წარმატებული ქალები გიჟდებიან თავიან სამსახურზე, აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც ნამდვილად მოსწონთ - საქმის სიყვარული არის მთავარი რამ, რაც ადამიანს წარმატებულს ხდის. ასეთ შემთხვევაში მუშაობა სასიამოვნო პროცესი ხდება, იზრდება მოტივაცია. თუ თვლით, რომ საქმე, რომელსაც აკეთებთ, არ გიყვართ, გირჩევთ, დაფიქრდეთ პროფესიის შეცვლაზე. სხვა შემთხვევაში, წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
წარმატებულ ქალებს არ ეშინიათ რისკის გაწევის - ხანდახან, სასურველის მისაღებად რისკის გაწევაა საჭირო. თუ წარმატებულ ქალს ჰკითხავთ, რა არის მისი საიდუმლო, ის გეტყვით, რომ წარმატება რისკის გარეშე წარმოუდგენელია.
ისინი არ ნებდებიან წარუმატებლობის დროს - ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული პერიოდი, წარუმატებლობის ეტაპი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ. პირიქით, მარცხი გაკვეთილი უნდა იყოს, რომელიც გამოცდილებას მოგიტანთ და დაგეხმარებათ, რომ მომავალში უფრო სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
წარმატებულმა ქალებმა იციან, რომ სრულყოფილება მითია - სრულყოფილი არავინაა, ამ მარტივი ფრაზის გაცნობიერება ეხმარება მათ, რომ კონცენტრირება მოახდინონ არა საკუთარი თავის სრულყოფაზე, არამედ უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე, უფრო სწორი ნაბიჯების გადადგმაზე. რეალურად კი, ყოველივე დადებით შედეგს იძლევა.
წარმატებული ქალი პატივს სცემს საკუთარ თავს - დიახ, ის შრომისმოყვარეა, მაგრამ ამავდროულად, არც საკუთარ თავზე, გართობასა და განტვირთვაზე ზრუნვა ავიწყდება. ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია. ხანდახან თუ არ განიტვირთებით, ვეღარ იქნებით პროდუქტიულები, ვეღარ მიიღებთ წარმატების მომტან გადაწყვეტილებებს. სამსახური კი სტრესისა და დეპრესიის მიზეზი გახდება.
ისინი მიჰყვებიან გეგმას - დიახ, ზოგჯერ არიან სპონტანურები, მაგრამ უმეტესწილად, გეგმას მიჰყვებიან. შედეგად, სწორად ანაწილებენ დროს და არ რჩებათ დაუსრულებელი საქმეები.
წარმატებული ქალები ხშირად ამბობენ მადლობას - არ არსებობს დედამიწაზე წარმატებული ადამიანი, რომელმაც ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწია. მათ ჰყავთ მენტორები, პროფესორები, რომლებიც შესაძლოა ინსპირაციის წყარო გახდნენ, მშობლები, რომლებიც მხარს უჭერდნენ, საუკეთესო მეგობრები, ან თანამშრომლები, რომლებიც გვერდით ედგნენ და გარკვეულწილად, ეხმარებოდნენ. წარმატებულმა ქალებმა იციან მადლიერების გამოხატვის ფასი და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დახმარების გაწევის გამოც კი აუცილებლად გადაგიხდიან მადლობას.
წარმატებულ ქალს შეუძლია დღეში ათი წუთი მაინც გამონახოს მედიტაციისთვის - ეს ამშვიდებს მას, კონცენტრაციაში ეხმარება, შედეგად კი, უფრო პროდუქტიულია. მედიტაციის დროს იბადება გენიალური იდეები და რთული პრობლემების გადაჭრის გზები უფრო მკაფიო ხდება.