ბორჯომში „ჯი-პი-აი ჰოლდინგის" საავადმყოფოდან 32 თანამშრომელი გაათავისუფლეს. საავადმყოფოს მთავარი ექიმის ბენო კაკაბაძის თქმით, „ჯეოჰოსპიტალის" ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღო. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლება ჯანდაცვის ხარისხზე უარყოფითად აისახება. ბორჯომში „ჯი პიაი ჰოლდინგის" საავადმყოფო 2012 წლის 1 მაისიდან ფუნქციონირებს.