4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი და რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაცია PEOPLE-ს დაუდასტურეს.
ამერიკული მედიის ცნობით, 44 წლის კუპერი და 33 წლის შეიკი მუშაობენ, რომ საკუთარ ქალიშვილზე, ლეა დე სეინზე მეურვეობა გაინაწილონ. წყვილს შვილი 2017 წლის მარტში შეეძინა.
ოსკარის ნომინანტმა მსახიობმა და ვიქტორია სიქრეთის მოდელმა ურთიერთობა 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყეს.
წყვილი ცდილობდა, რომ ურთიერთობა ტაბლოიდებისთვის საჯარო არ გაეხადა. "ჩემი უამრავი მეგობარი სოციალურ მედიაში პირად ცხოვრებას ააშკარავებს. ეს მშვენიერია, მაგრამ ეს ასევე პირადი არჩევანია. ჩემი სამსახური ისედაც მოითხოვს საჯაროობას, მე კი გადავწყვიტე, რომ პირადი დეტალები მშვიდი და დაცული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ჰქვია ამას პირადი, რომ ეს შენთვის და შენი ოჯახისთვისაა და მე ეს მაბედნიერებს", — უთხრა შეიკმა 2019 წელს Glamour UK-ს.
იმავე თვეს, კუპერი ოპრა უინფრის გადაცემაში მივიდა, სადაც მამობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ გამოცდილებამ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა.
2018 წელი ბრედლი კუპერისთვის წარმატებული იყო. გამოვიდა მისი გადაღებული ფილმი A Star Is Born, სადაც ის მთავარ როლს სუპერვარსკვლავ ლედი გაგასთან ერთად ასრულებს. ფილმმა ოსკარის 8 ნომინაცია მიიღო. როგორც წყარომ PEOPLE-ს უთხრა, დაჯილდოებების სეზონის დასრულების შემდეგ, კუპერი დროისა და ყურადღების ოჯახისთვის დათმობას აპირებდა.