ბოსტონში, ორგანიზაცია Super Happy Fun America, რომელიც "ჰეტეროსექსუალთა უფლებების" დაცვაზეა ორიენტირებული, ჰეტეროსექსუალთა აღლუმის ჩატარებას გეგმავს. როგორც ირკვევა, ორგანიზაცია უნებართვოდ იყენებდა ბრედ პიტის სახელს და ფოტოებს და მას საკუთარ სახედ წარმოაჩენდა. მათ ვებგვერდზე კი მსგავს ტექსტსაც შეხვდებოდით:
ვულოცავთ მისტერ პიტს, რომ ის მნიშვნელოვანი სამოქალაქო მოძრაობის სახე გახდა!
ამერიკული გამოცემის, The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ბრედ პიტი ორგანიზაციას გაემიჯნა და ნათლად აუხსნა, რომ მისი სახელის, ფოტოების და პოპულარობის სათავისოდ გამოყენება უნდა შეწყვიტონ. ამჟამად, კინოვარსკვლავის სახელი ორგანიზაციის ვებსაიტიდან უკვე წაშლილია და მისი სახელის მაგივრად ორგანიზაციის მესვეურებმა ირონიული წარწერა "დაცენზურებულია" გააკეთეს.
5 ივნისს, ამავე ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი აქტივობები მსახიობმა კრის ევანსმაც დაგმო.