კიტი სპენსერი პრინცესა დაიანას ძმისშვილია, რომელიც ლედი დის ძალიან ჰგავს, ეს კი მის მიმართ მსოფლიოს ინტერესს ერთიორად ზრდის.
მან განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, როდესაც პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილში გამოჩნდა. გოგონას ქორწილში "დოლჩე და გაბანას" კაბა ეცვა. ის ჩალრზ სპენსერის ქალიშვილი გახლავთ. ამიტომაც არავის გაკვირვებია, რომ კიტი სამეფო ქორწილში დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდა ასევე დაიანას ძმაც. როგორც ცნობილია, ჩარლზი ყოველთვის თავის დასა და დის შვილებს იცავდა და მათ მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა.
კიტი სპენსერის ცხოვრებაში სიახლეა, 28 წლის გოგონა 60 წლის მილიონერზე ქორწინდება. მისი რჩეული მაიკლ ლიუსია.
ჭორები მათი რომანის შესახებ გასულ ზაფხულს გავრცელდა, რამდენიმე კვირის წინ კი, პაპარაცებმა ისინი ერთად დააფიქსირეს.
სულ ცოტა ხნის წინ, ქსელში კიტი სპენსერის ფოტო გავრცელდა, ხელზე მას ძვირადღირებული ბრიალიანტის ბეჭედი უკეთია, რომლის ზუსტი ფასის განსაზღვრა შეუძლებელია.
60 წლის მაიკლ ლუისი ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდის Whistles-ის მფლობელია და მისი ფასი 102 მილიონი დოლარით არის შეფასებული. ის ერთხელ იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს.