51 წლის ელენა გოლუნოვა, ყველაზე პოპულარული შოუს „ექსტრასენთა ბრძოლის“ ნამდვილი ვარსკვლავია. ელენამ პროექტში არაერთხელ გაიმარჯვა და საოცნებო ქანდაკების მფლობელიც გახდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ელენა გათხოვდა, ამის შესახებ თაყვანისმცემლებს, თავად ელენამ აცნობა და ინსტაგრამზე ქორწილის ფოტო გამოაქვეყნა.
ელენა საქმროს ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს, თუმცა ფანებმა იციან, რომ ის ერთი წლის წინ მომავალ ქმართან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.
ელენასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან მას ვაჟი ჰყავდა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა და ორი შვილი დარჩა, რომელიც მეორე ქორწინებისას შეეძინა.