ქართველი და უცხოელი ქალების გულთამპყრობელი რუსი რეპერი შვილს ელოდება

ქართველი და უცხოელი ქალების გულთამპყრობელი რუსი რეპერი შვილს ელოდება

პოპულარული რეპერი ტიმატი და 23 წლის მოდელი ანასტასია რეშეტკოვა საპასუხისმგებლო სიახლის მოლოდინში არიან. ისინი მშობლები გახდებიან.

წყვილი ინფორმაციას ამ დრომდე მკაცრად ასაიდუმლოებდა, თუმცა, ანასტასია რეშეტკოვამ ინსტაგრამის პირად გვერდზე იმ ფოტოსესიის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც ორსულმა მოდელმა და რეპერმა ქმარმა ამ სიახლის აღსანიშნავად გადაიღეს.

ინსაიდერების ცნობით, ანასტასია ხუთი თვის ორსულია. წყვილის რომანი უკვე სამ წელს ითვლის, ტიმატისთვის ეს მეორე შვილი იქნება, ხოლო ანასტასია რეშეტკოვა დედა პირველად გახდება.