სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობმა, ქეთი ხუციშვილმა (ლუნა), ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
ქეთი ხუციშვილის თქმით, ის არასოდეს იფიქრებდა ცხვირის რინოპლასტიკის გაკეთებას კონკრეტული ქირურგი რომ არ აღმოეჩინა.
"ბავშვობაში ჩემი საყვარელი გასართობი იყო კიბეზე თავით დაშვება და საერთოდ ყველანაირი აქტივობა რაც ბოლოს ჩემი ღრიალით მთავრდებოდა. ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი ჩემ ცხვირზე კეხად ამოიზარდა. მე ჯიუტი და პრინციპული ბავშვი ვიყავი და არც მერე მითქვამს უარი ესეთ გასართობებზე. პოლიკლინიკა ჩემი კორპუსის პირველ სართულზე იყო და რა მენაღვლებოდა, გიჟდებოდნენ ჩემზე. აი ჩვენი
გოგო მოვიდაო და მეც ხან თავპირაბინტული ამოვყავდით სახლში, ხან ლავიწშეხვეული, ხან კოჭამობრუნებული.
შიშის გამო არასდროს მიფიქრია კორექციის გაკეთება, სანამ ამ საოცარ ქირურგ-სკულპტორს არ გადავაწყდი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ძლიერი პლასტიკური ქირურგი გვყავს, ერთი წამით არ მიყოყმანია. იმ დღესვე გადავწყვიტე ან ეს ბიჭი გამიკეთებს ოპერაციას ან არავინ, ან ეხლა ან არასდროს მეთქი. თან გავიგე რომ მეორე პროფესიით მხატვარია და ძალიან კარგად და ზუსტად გრძნობს სახის პროპორციებს , სახეს მთლიანობაში აღიქვამს და ისე აკეთებს კორექციას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რამაც მომიმატა მოტივაცია ის იყო, რომ ჩაქუჩით არ მუშაობს ძვალზე, მუშაობს ულტრაბგერითი სკალპელით, რაც ძვალისთვის ბევრად უფრო ატრავმულია და შემდგომი რეაბილიტაციაც უფრო მარტივი.
აქ შეგიძლიათ ნახოთ:
მოკლედ, ქალაქში გვყავს დიმიტრი გელოვანი კი არა, თენგო ჩიკვაიძე - ჩემი ოქროსხელება იუველირი ქირურგი, მხატვარი, მუსიკოსი და ინტელექტუალი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი რომ დამაბრუნა ბუდეში და დამამსგავსა ოჯახის წევრებს და საერთო სანათესაოს.
ასევე უნდა აღვნიშნო საოცარი ანესთეზიოლოგი დათო აბულაშვილი, რომელმაც საერთოდ ამაცილა წინასაოპერაციო მომზადებისა და საოპერაციო ოთახის სტრესებს. ვიწექი ჩემთვის კოხტად პალატაში, ველოდებოდი როდის გამიყვანდნენ, მეტი აღარაფერი მახსოვს - აჩნულას, გიფს! თვალი რო გავახილე იმავე პალატაში ვიწექი და ისევ ველოდებოდი როდის გამიყვანდნენ საოპერაციოდ, სანამ არ მითხრეს ბოლო გაჩერებაა შვილო ჩამოვედითო.
და ბოლოს დიდი მადლობა წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკას წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკას და მის მედპერსონალს: ექიმებს, ექთნებს გამოჩენილი სითბოსთვის და განსაკუთრებული ყურადღებისთვის, რომელიც განურჩეველია ყველა პაციენტის მიმართ და განსაკუთრებული მადლობა - Man Cho-ს, რომელიც გვერდიდან არ მომშორებია ჩემი კლინიკაში ყოფნის პერიოდში" - წერს მსახიობი.