„Linkin Park” ყველაზე პოპულარულია

„Linkin Park” ყველაზე პოპულარულია

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა მუსიკალურმა გამოცემამ „Metal – Hamer” სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული როკ - ჯგუფების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

ამ რეიტინგის სათავეში ამერიკული ჯგუფი „Linkin Park” აღმოჩნდა.

საინტერესოა რომ პირველ ადგილს ლეგენდარულ „The Beatles”-ს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ლივერპულელმა მუსიკობმა მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავეს.

საპატიო მესამე პოზიციაზე ჯგუფი „Metallica” აღმოჩნდა.

სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული როკ - ჯგუფების პირვეული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

“Linkin Park”, “The Beatles”, “Metallica”, “Green Day” “AC/DC”, “Pink Floyd”, “Bon Jovi”, “Guns N’Roses”, “Nirvana”, “Queen”.