საქართველო აღებულ კურსს არ შეიცვლის. ქვეყანა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილოებას განაგრძობს და ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოსვლა მხოლოდ 2014 წლიდან, სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ დაიწყება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, მისიაში მონაწილეობა ის ტვირთი და ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აიღო.