რა აქცევს ქალს ნამდვილ ლედიდ? - ეს ის საკითხია, რომელსაც არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში არ ასწავლიან, მაგრამ მათემატიკაზე, ლიტერატურაზე და სხვა საგნების ცოდნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ნამდვილი ლედის ერთი ერთი მახასიათებელი რომ განათლება და ინტელექტია, ამ საკითხზე ალბათ ყველა ვთანხმდებით, მაგრამ მხოლოდ ინტელექტი არაა საკმარისი. ვნახოთ 10 რამ, რაც ნამდვილ ლედის უნდა ჰქონდეს.
ოდრი ჰეპბერნის სტილის სათვალე
ყველა ქალს სჭირდება ტრენდული სათვალე, რომელიც მის ვიზუალს უფრო გლამურულ ელფერს მისცემს. ოდრი ჰეპბერნის სათვალე კი, სწორედ ასეთია. გირჩევთ, არჩევანი შავ ფერზე შეაჩეროთ.
ჯეკი კენედის სტილის კლასიკური სამოსი
ჟაკლინ კენედი - აი, ვინ იყო ნამდვილი ლედი. დღემდე ის ინსპირაციის წყაროა დანარჩენი ქალებისთვის. მისი სტილი მაღალი კლასის, დახვეწილი გემოვნების და ხარისხის სინონიმებია. ამიტომ, სამოსის შერჩევისას ეცადეთ, სწორედ ჯეკი კენედის სტილის სამოსი აირჩიოთ.
50-იანების სტილი და მერილინ მონრო
მერლინ მონროს უყვარდა სხვადასხვა სტილის კომბინაცია და ამ მეთოდით უნიკალურ სტილს ქმნიდა. მსგავსი სამოსი თავდაჯერებულობას შეგმატებთ და თავს ნამდვილ ლედიდ გაგრძნობინებთ.
კოკო შანელის ჩანთა
ეს ჩანთა არასოდეს გადადის მოდიდან და ტრენდული ქალი წარმოუდგენელიც კია მის გარეშე. ამ ჩანთას მოდის კრიტიკოსები სრულყოფილს უწოდებენ.
გრეის კელის სტილის მაისურა, ან სვიტერი
გრეის კელის სტილი სამეფო სტილია. ნამდვილი პრინცესა სწორედ მის მსგავს სამოსს იცვამს. მას შეეძლო ჩაეცვა მარტივად და გლამურულად.
პრინცესა დაიანას მარგალიტები
გარდა მისი ულამაზესი და კეთილი თვალებისა, პრინცესა დაიანას ელეგანტურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, მისი მარგალიტის სამკაული იყო და თუ გსურთ ნამდვილი ლედივით გამოიყურებოდეთ, მარგალიტის სამკაულიც დაგჭირდებათ.
გადახედეთ ქეით მიდლტონის სტილს
ის მომავალი დედოფალია და მოდის კრიტიკოსები აღიარებენ მის შესანიშნავ გემოვნებას. ეცადეთ, ქეითის სამოსის მსგავს სტილზე შეაჩეროთ არჩევანი. ის ნამდვილი, თანამედროვე ლედია.
კლასიკური შარვალი და პიჯაკი - ქეით ბლანშეტის სტილი
ასეთი სტილი ვიზუალს განსაკუთრებულ ელეგანტურობას ჰმატებს.
მანოლო ბლანჰიკის ფეხსაცმელი
ერთი რამ, რაც ნამდვილ ლედის აუცილებლად სჭირდება, ეს მაღალქუსლიანი, კლასიკური და ლამაზი ფეხსაცმელია. მანოლო ბლანჰიკის ფეხსაცმელებს პოპულარული სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“, მთავარი გმირი, კერი ბრედშოუ ატარებდა.
ტიფანის სამკაული
არაფერი უხდება ქალს ისე, როგორც ტიფანის სამკაული. კლასიკული ვიზუალის ბოლო შტრიხი სწორედ ეს სამკაულია.