ინგრედიენტები
კარაქი - 50 გ
საქონლის სტეიკის ფილე - 800 გ (4 ნაჭერი)
ბრენდი - 3 ს/კ
პილპილის მარცვლები - 2 ს/კ
დიჟონის მდოგვი - 1 ჩ/კ
სქელი ნაღები - 150 მლ
ხმელი ტიმიანი (ბეგქონდარა) - მწიკვი
წვრილად დაჭრილი ოხრახუში - 2 ს/კ
კარტოფილის პიურე და ბროკოლი - გარნირად
მომზადების წესები
ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავაწყოთ სტეიკის ნაჭრები და მაღალ ტემპერატურაზე ორივე მხრიდან შევბრაწოთ სასურველ კონდიციამდე.
თუ სპეციალურად სასტეიკე ხორცია, 4-დან 6 წუთამდე სრულებით საკმარისია, ხოლო თუ ქართული ძროხის ხორცია, შესაძლოა, დრო ცოტა მეტი დასჭირდეს.
ამ შემთხვევაში უპირატესობა ხბოს ხორცს მივანიჭოთ, მალე რომ მომზადდეს. სტეიკები შევახვიოთ ფოლგაში 5 წთ. ნამწვავ ცხიმს დავუმატოთ ბრენდი, 15 წამში - პილპილი, მდოგვი, ბეგქონდარა, ნაღები და 2-3 წუთი ვადუღოთ, შევურიოთ მარილი. სტეიკები მივირთვათ ბროკოლის, პიურესა და სოუსის თანხლებით.