ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. ის ახალ-ახალი ფოტოებით, როგორც ჰეიტერებს, ასევე თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს.
ნინომ გუშინ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა მორიგი ფოტო, სადაც მას მაკიაჟი არ აქვს. 46 წლის ექიმის უმაკიაჟო ფოტოს ამჯერადაც მოჰყვა ჰეიტერების გამოხმაურება.
"ნამდვილად კარგად გამოიყურებით, მაგრამ რაღა ფოტოშოპი გინდათ ყველაფერი გაკეთებული გაქვთ", - დაუწერეს კომენტარში.
ჰეიტერი პასუხის გარეშე ნინომაც არ დატოვა და მას ასე უპასუხა: "ნეტა რა? მკერდი აქ არ მიჩანს".