მართალია წარმოუდგენელია, მაგრამ მსახიობი ეკა კახიანი ორი შვილიშვილის ბებია და მალე სამგზის ბებიაც გახდება. ეკა შვილიშვილების აღზრდაში აქტიურად არის ჩართული, თუმცა არც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ავიწყდება და ისეთ ფორმაშია ნებისმიერ მოდელს შეშურდება. ამჯერად ჩვენი ყურადღება, ეკა კახიანის ქალიშვილმა ანასტასია თოფურიძემ მიიპყრო.
უმშვენიერესი მოდელი, მეუღლესთან ერთად საბერძნეთის ზღაპრულ კუნძულზე ისვენებს და ინსტაგრამის მიმდევრებს აქტიურად ანებივრებს ახალი ფოტოებით.
ანასტასია ორსულად არის, როგორც მისი პირადი გვერდიდან ირკვევა ის უკვე შვიდი თვის ორსულია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოდელი შესაშურ ფორმაშია.
ანასტასია თოფურიძეს და მის მეუღლეს 5 წლის ვაჟი ლადო ჰყავთ.